თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ჯადოსნური განწყობა დატრიალდა.
სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს საშობაო-საახალწლო ღონისძიება სახელწლოდებით - „ახალი წლის შემობრძანება“. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სსსმ მოსწავლეებიც.
პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ბავშვებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები დასაჩუქრდნენ.
ღონისძიებაში მონაწილე კლასების ხელმძღვანელები არიან - ევა ხოხობაშვილი (1-ელი კლასი), ვერიკო კირვალიძე (მე-2 კლასი), ია ჯავახიშვილი (მე-3 კლასი) და ჟანა ვახტანგიშვილი (მე-4 კლასი), რომლებიც არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: