მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს წინასაახალწლო დღეები ნამდვილ დღესასწაულად უქციეს.
სკოლაში საზეიმო განწყობა დარტიალდა, სადღესასწაულოდ მოირთო სკოლა და გაიმართა ლამაზი ღონისძიება.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. სცენაზე ზღაპრის გმირები გააცოცხლეს, სპექტაკლი გაითამაშეს და არაერთი მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს და ბევრი იხალისეს.
აღსანიშნავია, რომ ნაკრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირატესია, მათი განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: