კერძო სკოლა „ჰელიოსში“ პირველი სასწავლო სემესტრი საახალწლო ღონისძიებების სერიით დაგვირგვინდა, მოსწავლე-მასწავლებლებმა დიდი დღესასწაული მოაწყვეს და სკოლის ისტორია კიდევ მრავალი დაუვიწყარი მოგონებით გაამდიდრეს.
მათ Iა კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საახალწლო წარმოდგენა - „ახალი წელი შოკოლადის სამეფოში“ წარუდგინეს.
პატარებმა გაინაწილეს როლები, შეასრულეს მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და აუდიტორიის სასიამოვნოდ გაოცებაც წარმატებით მოახერხეს.
კერძო კოლა „ჰელიოსში“ სწავლა, რომ თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოგზაურობას ჰაგას, ამაზე არაერთხელ დაგვიწერია, თუმცა დეკემბერი საშობაო ზღაპარს დაემსგავსა, სკოლა „ჰელიოსი“, კი - შოროულ და ბავშვებისთვის საოცნებო ლაპლანდიას, სადაც ელფებისა და სანტას როლებმორგებული შემოქმედი მოსწავლეები დაუვიწყარ მოგონებებს ქმნიდნენ.
იხილეთ ფოტოები: