ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
15-01-2025

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“  მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ: „2025 წლის 1 ივლისამდე შეჩერებულ იქნეს სქემის მე-4 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-16 მუხლის, 21-ე მუხლის, 21​​1 მუხლის, 23-ე მუხლის, 23​​1 მუხლის, 23​​2 მუხლის, IV თავის, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 43-ე მუხლის მოქმედება“.

უფრო კონკრეტულად კი  მასწავლებელთა სქემაში შეჩერებულია:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებები;

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება;

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება;

მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა;

მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრება;

სკოლის ბაზაზე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარება;

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი;

მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი;

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება;

მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება;

სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა;

ასევე წინა დოკუმენტში ეწერა „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა, წამყვანი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდის ჩატარებას პროფესიულ უნარებში უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა, ხოლო მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდის ჩატარებას პროფესიულ უნარებში უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა“, რაც შეჩერებულია ისევე, როგორც „პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203