ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებითა და შემეცნებითი, ნაყოფიერი შეხვედრებით.
მათ შორის, 23 დეკემბერს გიმნაზიაში, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა ლაშა ვერულიძემ, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - შრომის უსაფრთხოება: უფლებები და ვალდებულებები.
ლექციას დაესწრნენ პედაგოგები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და ტექნიკური პერსონალი, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია აქტუალურ საკითხებზე:
შრომის უსაფრთხოების შესახებ;
შრომითი ურთიერთობების შესახებ;
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ;
სამუშაო სივრცესი შრომის უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის დასაქმებულთა და დამსაქმებელთა თანაბარი მონაწილეობის შესახებ.
შეხვედრა ინფორმაციული, მრავლის მომცველი და ინტერაქციული გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: