თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რაც მათი ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, VIII კლასში გამართული საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც პედაგოგ ტაია მატვეევას ხელმძღვანელობით წარიმართა. მოსწავლეებმა უცხურ ენაზე საინტერესო პრეზენტაცია მომზადეს და მნიშვნელოვანი პროფესიების შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა საკითხი სიღრმისეულად შეისწავლეს, ამა თუ იმ პროფესიის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ენობრივი სიტყვათა მარაგი გაიმდიდრეს და ცოდნა წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: