წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ულურიის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მოსწავლეებმა სკოლაში დაუვიწყარი სანახაობა გამართეს, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები შესთავაზეს და აუდიტორიის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს და ახალი, 2025 წელი საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
სასწავლო სემესტრსა და 2024 წელს ემოციებით სავსვე და მხიარული დასასრული ჰქონდა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: