თბილისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა შემოქმედებითი სახის აქტივობა და ღონისძიება იმართება.
მათ შორის იყო სკოლის ეკოკლუბის - „დედაბუნების მინიონების“ განხორციელებული კონკურსი „შექმენი შენი ნაძვის ხე“, რომელიც სკოლაში ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები.
სკოლაში გამოიფინა კონკურსის მონაწილე 4 ნაძვის ხე. თითოეულს მიენიჭა ნომერი. გამარჯვებული კი გამოავლინეს I-V კლასების მოსწავლეებმა.
კონკურსში მონაწილეობდნენ: მე-2ა კლასი (დამრიგებელი დალი ცქვიტიშვილი), მე-4 კლასი (დამრიგებელი სოფიო ასლამაზიშვილი), მე-5 კლასი (დამრიგებელი ქეთევან მელიქიშვილი), მე-3 კლასი (დამრიგებელი რუსუდან ჯავახაძე), Iა კლასი (დამრიგებელი ნატალია ყურმაშვილი), Iგ კლასი (დამრიგებელი ნინი დალაქიშვილი), Iბ კლასი (დამრიგებელი ნანი ჯამბაზიშვილი), II ბ კლასი (დამრიგებელი ნონა ღარიბაშვილი).
კონკურსის გამარჯვებული გახდა მე-4 ბ კლასი 547 ხმით. გამარჯვებული ლაიქების მიხედვით გამოვლინდა.
სკოლაში, მე-4 კლასს და დამრიგებელ სოფიო ასლამაზიშვილს, ასევე მშობლებს აქტიურობისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9