ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სკოლის ქართული ენის კათედრა (კათედრის გამგე ირმა ბაბულაშვილი) კი ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო პროექტებით.
ამჟამად, კათედრამ მოსწავლეებს შესთავაზა ქართული ენა/ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრირებული პროექტი, რომელიც მასწავლებლების - ხათუნა ჩიტორელიძის (ისტორია) და ირმა ბაბულაშვილი (ქართული ენა/ლიტერატურა) ინიციატივით ჩატარდა.
პროექტი განხორციელდა მე-9ბ კლასში (დამრიგებელი ირმა ბაბულაშვილი) ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისას“ მიხედვით.
პროექტის პრეზენტაცია სატელევიზიო ანალიტიკური თოქ-შოუს ფორმატით წარიმართა,
გადაცემის სათაური იყო - „საფიხვნო“ და მასში როლური თამაშით, მონაწილეობდნენ ლიტერატორები, ისტორიკოსები, ანალიტიკოსები, მედიაწიგნიერები და ჟურნალისტები.
მოსწავლეებმა ქართლის ბედზე სასაუბროდ მიიწვიეს სასკოლო საზოგადოების წევრები
- მშობლები და პედაგოგები.
გადაცემამ წარმატებით, საინტერესოდ, დისკუსიის სახით ჩაიარა და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მიზანი მიღწეულია, მოსწავლეებმა აკადემიურ ცოდნასთან ერთად თვალნათლივ
წარმოაჩინეს მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიტიკური, კრიტიკული,
შემოქმედებითი, პრობლემის გადაჭრის და ცოდნის ტრანსფერის) კარგად ფლობა“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და კრეატიულობა.
იხილეთ ფოტოები: