ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს.
25 დეკემბერს, შრომის საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის ორგანიზებით, საახალწლო კარნავალი გაიმართა.
კლასებმა წარმოადგინეს თავიანთი ნომრები, საახალწლო სუფრა, სახალისო სკეტჩები და ცეკვები.
ღონისძიების ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა - თინათინ ჩხაიძემ კლასებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ასევე მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
აღსანიშნავია, რომ შრომის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და საზეიმო განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ, შესაბამისად ბავშვებს წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულად უქციეს.
იხილეთ ფოტოები: