რუსთავის N16 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარზე“ ჰაერში მტრედები გაუშვეს
19-06-2018
რუსთავის N16 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.

კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და პერანგები მოხატეს. სკოლის აღსაზრდელებმა ერთმანეთისთვის საუკეთესო სურვილებიც არ დაიშურეს. 


საუკეთსო მომავალი უსურვეს მოსწავლეებს პედაგოგებმაც, რომელთაც აღსაზრდელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს. კურსდამთავრებულებმა კი მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

მეთორმეტეკლასელებმა სკოლის ეზოში მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს კი ჰაერში მტრედები გაუშვეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203