სკოლის ავტორიზაციის საბჭოს წევრების ასარჩევად კონკურსი გამოცხადდა - ცენტრი 13 ვაკანსიას აცხადებს
16-01-2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსს აცხადებს, უწყება ვაკანსიას 13 ახალი კანდიდატისთვის აცხადებს და საკავლიფიკაციო მოთხოვნებს აქვეყნებს.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის 17 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

დეტალებისთვის გახსენით ბმული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, პედაგოგიური პერსონალი), დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ა) პედაგოგიური ან ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და პედაგოგიურ ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკისცოდნა ან/და ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.

ბ) დამსაქმებელთა წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;

საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.

გ) განათლების მიმართულების მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

 უმაღლესი განათლება;

განათლების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203