ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სწავლებისას პედაგოგები საინტერესო მიდგომებსა და მეთოდებს მიმართავენ. მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები კი შემოქმედებითობით გამოირჩევიან.
სწორედ რომ კრეატიულად მიუდგა დავალების შესრულებას მე-10 კლასის მოსწავლე ბარბარე ბარდაველიძე, რომელმაც ბიოლოგიაში ფოტოსინთეზის შესწავლის შემდეგ საინტერესო ანიმაცია შექმნა.
მოსწავლის ანიმაცია წარმოადგენს საინტერესო სასწავლო რესურსს და მეტად შემეცნებითი და ამასთან სახალისო საყურებელია.
იხილეთ ანიმაცია: