თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში ხორციელდება.
მათ შორის იყო მე-4 ბ კლასის მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა. მე-4 კლასელები პედაგოგ სოფიო ასლამაზიშვილის ხელმძღვანელობით კათარზისში იმყოფებოდნენ. ბავშვებმა მოხუცებს შობა-ახალი წელი დიდი სიყვარულით მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
მოსწავლეთა სტუმრობამ ისინი ძალიან გაახარა და გააბედნიერა.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე