თბილისის N36 სკოლის კურსდამთავრებულმა, ცნობილმა სპორტსმენმა - მერაბ დვალიშვილმა I კლასის მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცა 
16-01-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, წარმატებულმა სპორტსმენმა - მერაბ დვალიშვილმა მოსწავლეებს საახალწლო სიურპრიზი მოუწყო.

მან, ვიდეომიმართვით მიულოცა I კლასის მოსწავლეებს შობა-ახალი წელი და ბევრი წარმატება, წინსვლა უსურვა. ჩემპიონმა ასევე დიდი სიყვარულით აღნიშნა სკოლაში გატარებული წლები და პედაგოგები გაიხსენა.

„მეც N36 სკოლაში დავდიოდი, ეს სკოლა ნამდვილად ძალიან კარგი სკოლაა, სადაც ასევე კარგი მასწავლებლები ასწავლიან. თქვენც უნდა მოინდომოთ, ისწავლოთ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებებს. მთელი გულით და სულით გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს. როცა დავბრუნდები საქართველოში აუცილებლად ვეცდები, გესტუმროთ, იმედი მაქვს პირადად გავიცნობთ ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ კარგ სწავლას“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი ვიდეომიმართვაში. 

ეკრანზე UFC-ის ქართველი ჩემპიონის დანახვამ, ამ საოცარმა სიურპრიზმა მოსწავლეები ძალიან გაახარა და გაამხიარულა. მას პატარების გახარებისთვის სკოლაში უღრმეს მადლობას უხდიან.

„ჩვენი სკოლის გამორჩეული, ყველასათვის საყვარელი და საამაყო ჩემპიონი“, - დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ მერაბ დვალიშვილს სკოლაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203