თბილისის N161 სკოლის მოსწავლეებმა - ელენე ცერცვაძემ და მარიამ მდინარაძემ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს
16-01-2025

თბილისის N161 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ხალისითა და დიდი ინტერესით არიან ჩართულნი. 

ახლახან, საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები: ელენე ცერცვაძე და მარიამ მდინარაძე.

გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. მოსწავლეები სერტიფიკატებით და სხვადასხვა სახის საჩუქრებით დააჯილდოვდნენ.

ორივე მოსწავლის თხზულებები დასახელდა საუკეთესოდ და შევა კონკურსანტების შერჩეულ თხზულებათა კრებულში, რომელიც გამოიცემა წიგნად.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203