თბილისის N36 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ განსაკუთრებული ჟრიამული და მხიარულება იყო.
პირველკლასელებისთვის სკოლაში სიურპრიზი მოეწყო, რამაც მოსწავლეებს განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
„შორეული ლაპლანდიიდან ვიდეო გამოგვიგზავნა სანტა კლაუსმა და საჩუქრებიც თან მოაყოლა ჩვენი პატარებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
„დამხმარე“ თოვლის ბაბუას, მან, საჩუქრების დარიგება დაავალა. მოსწავლეებმა გარდა საჩუქრებისა, ასევე, სიგელები მიიღეს და მხიარულ ნომინაციებშიც გაიმარჯვეს.
ეს დღე მოსწავლეთათვის გამორჩეულად ლამაზი, დაუვიწყარი და ემოციური აღმოჩნდა.
I გ კლასი. დამრიგებლის - ნინი დალაქიშვილთან ერთად, ყველას ულოცავს შობა-ახალ წელს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე