„შობის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში“ - თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი პროექტი
16-01-2025

თბილისის N133 საჯარო სკოლაში ჯადოსნური საშობაო ატმოსფერო დატრიალდა. IV კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე - „შობის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში“.

„ამბობენ, შობის ღამეს, სასწაულები ხდებაო... მართალია, რადგან შობის ღამე თავად სასწაულია, რადგან სწორედ მაშინ მოხდა მიწის ზეცასთან შერიგება, დაკარგული იმედის დაბრუნება, მივიწყებული სამოთხის მოძიება, ადამიანის ღმერთთან დაბრუნება.

სწორედ ამიტომ შობის დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, ეს ის დღესასწაულია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი სიხარულით აღნიშნავენ. ბავშვები, უფროსები, მოხუცები საშობაო საჩუქრებს იძენენ. ყველა ქვეყანას თავისებური წესები და ტრადიციები აქვს. ერთი ტრადიცია კი ნამდვილად უცვლელია ნებისმიერ ქვეყანაში და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა. შობის ღამე ყოველთვის განსაკუთრებულ სიხარულსა და სასოებას უნერგავს ადამიანებს, რადგანაც ის ყველანაირი სიკეთის საწყისია. ამიტომაც არის, რომ უფლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლები გამორჩეულად ზეიმობენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს ძველი ტრადიციები შეადარეს ახალს, ამისათვის კი ინტერვიუები ჩაწერეს ბებია-ბაბუებთან. გაიგეს რომ მსოფლიოში „სანტა კლაუსის“ სახელით ცნობილ კეთილ თოვლის პაპას ჰყავს დიდი ქრისტიანი წინაპარი - თავისი ქველმოქმედებით და ადამიანებისადმი კეთილსათნოებით ცნობილი წმინდა ნიკოლოზი.

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად და გამოუშვეს კედლის გაზეთი რუბრიკით - „შობა ახალი-წლის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში“. წარმოადინეს საქართველოს, საბერძნეთის, ინდოეთის, ამერიკის სადღესასწაულო წეს-ჩვეულებები. 

პრეზენტაცია ბავშვებმა წარუდგინეს სკოლის საზოგადოებას, მშობლებს, მოწვეულ სტუმრებს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

IV კლასის მოსწავლეთა პედაგოგი ლიკა ელოშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203