რამდენი საათი უნდა დარჩნენ მასწავლებლები სკოლაში - განმარტება მინისტრის ბრძანებიდან
25-01-2025

მასწავლებელთა მოქმედი სახელფასო ფორმულის დოკუმენტში გაწერილია მასწავლებლის სამუშაო საათები.

სამუშაო საათების მიხედვით  არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:

ა) ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს 36-ზე ნაკლებ-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;

ბ) სრული დატვირთვა – გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი  კვირაში;

გ) სრულზე მეტი დატვირთვა გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.

თუმცა საინტერესოა, გაკვეთილების გარდა, რამდენი საათი უნდა დარჩეს პედაგოგი სკოლაში.

აღნიშნულ საკითხზე დოკუმენტში განმარტებულია: „მასწავლებლისათვის თანამდებობრივი სარგოს მიცემა სამუშაო საათების მიხედვით  არ ნიშნავს, რომ იგი საგაკვეთილო საათების,  სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებისა და მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისათვის საჭირო დროის გარდა აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სკოლაში.  მასწავლებელს უფლება აქვს, მისი სამუშაოს ნაწილი – პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, გაკვეთილებისათვის მომზადება და სხვა, შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა, სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...