თბილისის N103-ე საჯარო სკოლის სომხურ სექტორში საიათნოვას შემოქმედებას საღამო მიუძღვნეს
19-06-2018
თბილისის N103-ე საჯარო სკოლის სომხურ სექტორში ღონისძიება ჩატარდა, რომელიც დიდი აშუღი მგოსნის - საიათნოვას შემოქმედებას ეძღვნებოდა.  

მონაწილეობას სომხური სექტორის V-XI კლასის მოსწავლეები იღებდნენ. მათ დიდებული მგოსნის პოეზია ქართულ და სომხურ ენაზე გააცოცხლეს. ამავდროულად, მეფე ერეკლე II-ს  ეპოქის ამსახველი მუსიკალურ-თეატრალიზირებული სპექტაკლი ძველი თბილისის ფონზე წარმოადგინეს.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი  რ. სადოიანი; საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში გ. თუმასიანი, ისნის რაიონის საკრებულოს დეპუტატი ი. ჯიშკარიანი, პოეტი-მთარგმნელი გ. შახნაზარიანი, განათლების სამინისტროს კოორდინატორი კ.მანუკიანი, ისან-სამგორის რესურსცენტრის უფროსი მ. როსტიაშვილი-წიკლაური და გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი  ვ. ბაიბურთი.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203