ქუთაისის N35 სკოლის მოსწავლეებმა - გაბრიელ ჩხეტიანმა და თორნიკე ჩხეტიანმა საჭადრაკო ტურნირში, თავიანთ ასაკობრივ ჯგუფში, პირველი ადგილი დაიკავეს 
17-01-2025

ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია, მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობითა და სწავლა-განათლებით გამოირჩევიან, შესაბამისად მათ სახელზე არაერთი წარმატებაა. 

პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტრადიციული საშობაო საჭადრაკო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე გაბრიელ ჩხეტიანი და მე-7 კლასელი თორნიკე ჩხეტიანი.

მათ წარმატებით იასპარეზეს და თავიანთ ასაკობრივ ჯგუფში დაიკავეს პირველი ადგილი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და კიდევ არაერთ გამარჯვებას ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...