მახაშის საჯარო სკოლაში ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა 
17-01-2025

შობა-ახალი წელი ყველა ასაკის ადამიანისთვის უსაყვარლესი დღესასწაულია, მას განსაკუთრებული სიხარულით ბავშვები აღნიშნავენ, გამონაკლისი არც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. 

დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს წინასაახალწლოდ ზღაპრული დღეები აჩუქეს. 

სკოლა მოირთო საახალწლო დეკორაციებით და გაიმართა ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ჯადოსნური განწყობა დაატრიალა. 

მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი გამართეს, მათ სცენაზე ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი ლექსებით, სიმღერებით და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრებით მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათ მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...