ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესი ბრძანებითაა განსაზღვრულია. სისტემაშია ასახულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამების, სისტემაში ელექტრონულად მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემი (მხოლოდ მოსწავლეების შემთხვევაში).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამის ვადაში, ელექტრონულად
მიმდინარეობს შემდეგი პროცესები:
ა) მოსწავლის ჩარიცხვა/გარიცხვა/ამორიცხვა;
ბ) მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება/სტატუსის აღდგენა;
გ) მოსწავლის მიერ კლასის/სემესტრის დაძლევა;
დ) მოსწავლის მობილობა;
ე) საგაკვეთილო ცხრილის შექმნა, მათ შორის არჩევითი საგნის დამატება;
ვ) მასწავლებლებისთვის საგნების განაწილება;
ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობები;
თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სტატუსების ასახვა;
ი) დაწესებულებების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების არჩევა;
კ) ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გამოცდების შედეგების ასახვა;
ლ) იმ პირების შესახებ ინფორმაციის/მონაცემის ასახვა, რომელთაც მოიპოვეს საბაზო და/ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღების უფლება;
მ) წარჩინებულ მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციის/მონაცემის ასახვა;
ნ) სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგების შეჯამება, სამეურვეო საბჭოს/საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების წარმოშობის და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაცია;
ო) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერება/აღდგენა;
პ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა პროცესები.