გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებისა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან აქტივობებს, მეთოდებსა თუ სტრატეგიებს მიმართავენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-4 კლასელთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა.
ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო, რომელიც ცომის მომზადებას ითვალისწინებდა.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სასწავლო პროცესში, მოზილეს ცომი და ფუნთუშეულიც გამოაცხვეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობა როგორც სასწავლო შემეცნებითი ასევე სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თეონა ქურდიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: