ჯვარის N1 საჯარო სკოლის გუნდმა „ნიკემ“ კონკურსში „იცოდე შენი კუთხის ისტორია“ წარმატებას მიაღწია
19-06-2018
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ნიკე“ (ნანა ჭანტურია, სალომე დადიანი, ქეთევან უბილავა, მარიამ ფიფია, სალომე ჭანტურია, იაკობ ქანთარია, ირაკლი სამუშია, ლუკა ქარდავა) კონკურსში „იცოდე შენი კუთხის ისტორია“ მონაწილეობდა.
კონკურსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და სასახლის მხარეთმცოდნეობის კლუბის (ხელმძღვანელი: თეონა ხუბულავა) თაოსნობით ჩატარდა.
გუნდმა „ნიკემ“ ფინალურ ტურში III ადგილი დაიკავა და დაჯილდოვდა დიპლომით, ხოლო მონაწილეებს წიგნები „საქართველოს 100 მუზეუმი“ გადაეცათ.
გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებელი ქეთევან უბილავა მადლობის ფურცლით დაჯილდოვდა, პროექტში მოსწავლეთა აქტიურად ჩართვისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
გუნდი „ნიკე“ მადლობას უხდის მედეა თორიას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.