ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია სპექტაკლი „ბოშები“, რომელიც მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გაითამაშეს. მოსწავლეებმა სცენაზე ბოშური კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს და ტრადიციული სიმღერა, ფერადი ტანსაცმელი და ცეკვა წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა მაყურებელს ლამაზი სანახაობა შესთავაზეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითობის წახალისებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: