თბილისის N177 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა ძალადობის პრევენციისადმი მიმართული აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარეს
19-06-2018
თბილისის N177 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „არჩევანის“ წევრებმა მცირე საგრანტო პროექტის - „არა ძალადობას!“ დასკვნითი/შემაჯამებელი აქტივობა ჩაატარეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დეტალურად წარმოადგინეს ყველა იმ აქტივობის არსი, მათ შორის ფოტო მასალით, რაც პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
„პროექტის დასრულების მიუხედავად, კლუბის წევრები მომავალ სასწავლო წელსაც აქტიურად გააგრძელებენ ძალადობის პრევენციისადმი მიმართული აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.