პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები დამტკიცდა, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. წესი ვრცელდება საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებზე.
ბრძანებაში გაწერილია პროფესიული განათლების მასწავლებლის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. ძირითად მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება, ან/და პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი არანაკლებ ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
2. მოწვეულ მასწავლებლად
3. ინსტრუქტორად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.
4. ამ მუხლით განსაზღვრული პროგრამით
5. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, კანდიდატი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, დაწესებულება უფლებამოსილია კანდიდატთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება პროფესიული განათლების მასწავლებლის შესაბამისი სახის
6. პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელიც ახორციელებს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებას, შესაძლებელია იყოს როგორც ძირითადი, ისე მოწვეული მასწავლებელი.