დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კახეთში სასწავლო ექსკურსია მოაწყვეს
19-06-2018
დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა კახეთში სასწავლო ექსკურსია მოაწყვეს.
მათ აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთავის" შესწავლისას გაუჩნდათ სურვილი ბოდბის მონასტერში კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის ასლი ენახათ და წმინდა ნინოს გზა "ჟალეთიდან - ბოდბემდე" მათაც გაევლოთ.
მარშრუტიც შესაბამისი შედგა: ჟალეთი-უჯარმის ციხე-ნინოწმინდა-ბოდბე.
მოსწავლეები მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ; ფიროსმანის ეზოში კი თემაზე „ადმიანებს სიყვარული რომ შეეძლოთ..." ესეების კონკურსი მოაწყვეს, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.
ბოლოს, გომბორის უღელტეხილის ყველაზე მაღალ და ლამაზ ადგილას გაჩერდნენ და ნამუშევრები შეაფასეს. მოსწავლეებმა ვაჟა ფშაველას „კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“ კიდევ წაიკითხეს.