იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლე ანი ჭიჭუეიშვილი საგანმანათლებლო, გეიმიფიცირებულ პროგრამაში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა 
24-01-2025

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ. 

წარმატებით დასრულდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების პროგრამაზე“ გამოცხადებული ლიდერ მოსწავლეთა კონკურსი.

იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანი ჭიჭუეიშვილი კი, რომელმაც შექმნა სამოქალაქო განათლების კლუბი „მუდმივი მოძრაობა“ და 3 თვის განმავლობაში იკვლევდა თემში არსებულ პრობლემებს, გეგმავდა და ახორციელებდა სხვადასხვა აქტივობას, გეიმიფიცირებულ პროგრამაში გაიმარჯვა და საუკეთესო ადმინისტრატორად დასახელდა. 

აღსანიშნავია, რომ ანის საზეიმო ცერემონიაზე მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

მოსწავლის კლასის ხელმძღვანელი: მაია გოცირიძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კი - ნინო თევდორაძე გახლდათ. 

„ვულოცავთ ანის კიდევ ერთ წარმატებას და საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ!“, - აღნიშნეს სკოლაში და წინსვლა უსურვეს მოსწავლეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...