ზღაპრული საახალწლო ღონისძიება გორისციხეს საჯარო სკოლაში
24-01-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში ახალი 2025 წელის შემობრძანება დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა.

სკოლაში, ამ ჯადოსნურ დღესასწაულთან დაკავშირებით შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ საახალწლო ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

სასკოლო საზოგადოებამ კი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა ახალი, 2025 წელი.

„გილოცავთ ახალ 2025 წელს. ხვავის, ბარაქის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2025 წელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...