ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, საგანში - „ჩვენი საქართველო“ კარტოფილის კერძების დღე მოეწყო. აქტივობაში სკოლის VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული ღონისძიება, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, უკავშირდებოდა თემას - „სამცხე- ჯავახეთის მეურნეობის დარგები“. მოსწავლეებმა კერძები წარუდგინეს ჟიურის წევრებს, რომლებმაც გამოავლინეს მათგან ყველაზე გემრიელი.
აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას.
იხილეთ ფოტოები: