ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ შთამბეჭდავი ღონისძიება გამართა 
24-01-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა იმართება.

მათ შორის, აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, საკუთარი ინიციატივით, დამოუკიდებლად მოამზადა საახალწლო ღონისძიება და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს ყველაფერი თითოეული იმ მასწავლებლისთვის, რომელთაც მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებაში წვლილი მიუძღვით, საკმაოდ საამაყოა.

„სკოლის დირექცია და მასწავლებლები უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მონაწილის მიმართ. გვეამაყებით, რომ თქვენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები გქვიათ! მადლობა, შვილებო, თქვენ და თქვენს მშობლებს აქტიურობისთვის გისურვებთ, რომ ამ წელს ბედნიერება მოეტანოს ჩვენი ქვეყნისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...