სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“
19-06-2018

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გამართეს. 

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ხათუნა კოსტავა ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედა ენა ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა. 

„პედაგოგ ხათუნა კოსტავას თვალხატულა გოგო-ბიჭებმა ამაგი დაუფასეს და ქართული ენის ქება–დიდება ულამაზესი ფორმით წარმოგვიდგინეს. პაწაწინა ქართველივით ხელში ასაყვანი დედაენა ამ პატარებსაც დედასავით შეყვარებიათ. მათ უკვე იციან, რომ ეს არის წიგნი უპირველესი და უსაყვარლესი, რომელიც მუდამ უკეთესი მომავლის რწმენას გვისახავს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ღონისძიება მუსიკალურად ლელა გოლიაძემ გააფორმა, ქორეოგრაფ მაკა მეფარიშვილის დახმარებით კი პირველკლასელებმა მაყურებელს რამდენიმე ნომერი შესთავაზეს. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ნინო ონიანმა აღსაზრდელებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და პედაგოგს გაწეული შრომისთვის, მშობლებს კი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203