მუხრანის N1 სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიებაზე ზღაპრების გმირები „გააცოცხლეს“
24-01-2025

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ დიდი ჟრიამული იყო. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - ნინო ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „ზღაპრების სამყაროში“ „იმოგზაურეს“. მათ შობა-ახალი წლის დადგომა სასკოლო საზოგადოებას საახალწლო წარმოდგენით მიულოცეს.

„საოცარი საშობაო სპექტაკლით, ცნობილი ქართული ხალხური ზღაპარი: „მუჭანახევარა“ სცენაზე კიდევ „გაცოცხლდა“ და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა“, - გვიყვებიან სკოლაში.

სპექტაკლში, რომელიც მუსიკალურად მაია ბედიანაშვილმა გააფორმა მუჭანახევარას როლი - ლევან ტყემალაძემ, ხოლო მთხრობელის - თაკო მოლოდინმა შეასრულა.

ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მაყურებელი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარების შემოქმედებით მოიხიბლა და მონაწილეებს სამომავლოდ დიდი წარმატება უსურვა.

„ჩვენმა ნიჭიერმა მეხუთეკლასელებმა თავიანთი მრავალმხრივი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინეს და სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერეს.

გვიყვარხართ და გვეიმედებით ჩვენო პატარებო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...