„ჩემი ენერგოეფექტური სკოლა“ -ახალციხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში მონაწილეობა მიიღეს
19-06-2018
ახალციხის N6 საჯარო სკოლის VIII-IX კლასის რამდენიმე მოსწავლემ თემაზე-„ჩემი ენერგოეფექტური სკოლა“ პლაკატები დაამზადა.
მათ ასევე პროექტი „ენერგოაუდიტის ტრენინგი და სერთიფიცირება შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ ერთ-ერთ შეხვედრაზე წარადგინეს, რომელსაც სხვადასხვა საჯარო სამსახურების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სხვა სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ, რომელთაც ასევე პლაკატები ჰქონდათ წარმოდგენილი. მათ შორის საუკეთესო შეირჩა, ავტორს კი პრიზი გადაეცა.
პროექტის ყველა მონაწილე სერთიფიკატით და მაისურით დასაჩუქრდა.