წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ.
სკოლის გულშემატკივრებმა, თრიალეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - გია ირემაძემ და მისმა მეუღლე ნათია ბერიძემ საახალწლოდ ყველა მოსწავლეს საჩუქრები გამოუგზავნეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები სკოლის გულშემატკივრებს მოსწავლეთა გახარებისთვის მადლობას უხდიან.
„თრიალეთის საჯარო სკოლა მადლობას გიხდით ჩვენი მოსწავლეების გახარებისათვის. საამაყო და სასიხარულოა თქვენისთანა ახალგაზრდები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: