თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა კონკურსში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს
19-06-2018
თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, კესო სახიაშვილმა, თამარ მაძღარაშვილმა და მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა დემინაშვილმა, kings-ის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ფინალურ ტურში 250 ლარიანი ბანაკის ვაუჩერი მოიპოვეს.
ასევე, Swift -ის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ფინალურ ტურში მე-10 კლასის მოსწავლე კესო სახიაშვილი საქართველოს მაშტაბით მე-10 კლასელთა შორის ხუთეულში გავიდა, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა დემინაშვილი მეორე ადგილზე.
მან საჩუქრად შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლის 75% გრანტი მიიღო. ლუკას სწავლის ოთხი აკადემიური წელი დაუფინანსდა.
დირექცია სამოქალაქო განათლების პედაგოგს ზეინაბ კაკალაშვილს მისი მოსწავლეების წარმატებას ულოცავს.