ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო მე-10 კლასში ჩატარებული აქტივობა.
სკოლის მე-10 კლასის მოსწავლებმა: ალექსანდრე ხვედელიძემ, თეონა ხვედელიძემ და ანანო ორდერიძემ არჩევით საგანში - „სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა“ პროექტის ფარგლებში მოამზადეს ვიდეორგოლი ცოფის შესახებ.
მათ აღნიშნულ თემაზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და სლაიდები შექმნეს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე