„ჯანსაღი ცხოვრების მხიარული გაკვეთილი“ - გეზათის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა
19-06-2018
გეზათის საჯარო სკოლის VI-VII კლასში (დამრიგებლები: ირმა ჭანტურია, იზაბელა გაბუნია, მუსიკალური გამფორმებელი გულისა კიზირია) სადამრიგებლო საათის ფარგლებში საინტერესო აქტივობა განხორციელდა. ღონისძიების მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და კლასებს შორის პოზიტიური ურთიერთობის განმტკიცება.
თავდაპირველად მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით მომზადდა სცენარი, განაწილდა როლები, მოიძიეს რესურსები, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო „ექიმისა“ და მისი თანაშემწე „ვიტამინების“ წარმოდგენა.
VI კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ნადარეიშვილმა, მარიამ ფირცხალავამ, გიორგი ქამადაძემ, ემზარ გეგეშიძემ და VII კლასის მოსწავლეებმა: არჩილ გაბუნიამ, რიმა ნადარეიშვილმა, სალომე მალიშავამ, ლიზი შუბლაძემ და მედეა მასხარაშვილმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიების დასასრულს შესრულდა სიმღერა კინოფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“.