ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. მოწაფეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
მე-6 კლასის მოსწავლე თომა მაზიაშვილმა „კინგსის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი მოიპოვა და არაერთ პრიზთან ერთად მიიღო ბაკურიანის ბანაკის უფასო საგზური, სადაც შემოქმედებითად და სასიამოვნოდ გაატარა რამდენიმე დღე.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, თომას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ არაერთხელ ასახელოს სიღნაღის სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: