სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე - ეს ინიციატივა მთავრობის 4-წლიან გეგმაშია გაწერილი და მისმა გაჟღერებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომის შედეგად სკოლის როლი, დანიშნულება, ავტორიტეტი გაიზრდება, თუმცა მოქალაქეების ნაწილი უმაღლესში მოხვედრა-არმოხვედრის საკითხის ატესტატებით განსაზღვრას ნათლავს, როგორც ნაბიჯს უკან, საბჭოეთში.
გაამართლებს თუ არა ინიციატივა, მომავალი გვიჩვენებს, საინტერესო კი ისაა, როგორ აფასებენ მას თავად მომავალი სტუდენტები.
„ჩემი აზრით, მასწავლებლის შეფასებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული მოსწავლეების უნივერსიტეტში ჩარიცხვა-არ ჩარიცხვა. სამწუხაროდ, ზოგჯერ მასწავლებლები სამართლიანები არ არიან. მათ ბავშვების გამორჩევა იციან, ამოჩემება... ერთს სულ მაღალ ქულებს უწერენ,
„ეროვნულ გამოცდებზე შეიძლება დავიბნეთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ წარმოვაჩინოთ, ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ატესტატი განსაზღვრავს უნივერსიტეტში ჩარიცხვას. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მასწავლებელი „გადაგვეკიდება“ და ქულას არ
„არასწორი გადაწყვეტილებაა, უმაღლესში სკოლის ატესტატით ჩარიცხვა - იქ ხშირად ვერ ვამჟღავნებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ან ვამჟღავნებთ, მაგრამ ეს ქულებზე შესაბამისად არ აისახება. მე მყავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლის დაწერილ ქულებს არ ვეთანხმები და მგონია, რომ მეტი მეკუთვნის, თუმცა
„პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ გამოცდების გამო ძალიან ვღელავ. ყველა საგანში ვემზადები, ფაქტობრივად, მეორე წელია, წესით, სანერვიულო არ მაქვს, მაგრამ თავს მაინც ვერ ვერევი. რაც შეეხება მისაღებ
„ზოგიერთი მასწავლებელი ნიშანს ისე არ წერს, თუ მასთან არ ემზადები, ამიტომ უსამართლობაა ეს გადაწყვეტილება. ასე ყველა ადგება და დაიწყებს თავის პედაგოგთან მომზადებას, მეორეხარისხოვანი იქნება ცოდნის მიღება. არადა, ქულები საერთოდ არ განსაზღვრავს მოსწავლის ინტელექტს და ნამდვილ ცოდნას. ამიტომ, ნამდვილად არ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას