საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებისა და სპეციალისტების ანაზღაურება ცნობილია - მთავრობამ ხელფასების ოდენობა დაამტკიცა
28-01-2025

ცნობილია, რამდენია დედაქალაქისა და მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების და სხვადასხვა  კატეგორიის უფროსი, უმცროსი სპეციალისტების თვიური ანაზღაურება 2025 წელს. 

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმების შესახებ“ 20 იანვარს გამოქვეყნდა და ვრცელდება  პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე: 

დოკუმენტის მიხედვით საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თვიური ანაზღაურება 2628 ლარია; 

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თვიური ანაზღაურება 1606 ლარია; 

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თვიური ანაზღაურება - 1752 / 1387ლარია;

პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თვიური ანაზღაურება - 1241.


გაეცანით დოკუმენტს: რესურსცენტრების მიხედვით სპეციალისტების რაოდენობა და ანაზღაურება


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...