ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელები კინოჩვენებისთვის ემზადებიან.
პარატებმა აფიშაც შექმნეს და ანიმაციური ფილმის ჩვენებაზე სხვებიც მიიწვიეს.
პატარებმა განსაკუთრებული შრომა ჩადეს და შემოქმედებითი მიდგომით საინტერესო აფიშა დაამზადეს ყველასთვის საყვარელი ანიმაციისთვის - „ტომი და ჯერი!“.
„გაერთიანდით დაუვიწყარი თავგადასავლების სამყაროში გასამგზავრებლად! წინ ყველასთვის საყვარელი გმირები - ტომი და ჯერი გაგიძღვებიან“,- ვკითხულობთ აფიშაზე.
ჩვენება პარასკევს, 31 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.
„მოდით, ერთად გავიზიაროთ ჩვენი პატარა ნიჭიერების შემოქმედება, ვისიამოვნოთ მხიარული და დაუვიწყარი ჩვენებით! გელოდებით!“,- ამ სიტყვებით გვიზიარებს სკოლა მოსწავლეთა შექმნილ აფიშას.
იხილეთ ფოტოები: