ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში ურთიერთთანამშრომლობითი გარემოა შექმნილი. აზრების ურთიერთგაცვლა, იდეების, გამოცდილებისა სასწავლო პრაქტიკის გაზიარება კი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ახლახან, სააქტო დარბაზში ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა და მე-9 კლასელმა - ნინი ყვირილიანმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს კლასში შესრულებული კომპლექსური დავალების ანალიზი.
პედაგოგმა ლამზირა ონიანმა და მისმა მოსწავლემ დამსწრე საზოგადოებას ამომწურავად გააცნეს ჩატარებული კომპლექსური დავალების ეტაპები.
მოსწავლემ კომპლექსური დავალება გაასიტყვა, ისაუბრა ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ, მან წარმატებით წარადგინა კომპლექსური დავალების ფარგლებში შექმნილი პროდუქტი, მის მიერ დამზადებული პოსტერი და პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი, საბუნებისმეტყველო, მათემატიკის, საზოგადოებრივი მეცნიერებათა, დაწყებითი საფეხურის კათედრის წევრები.
„ძალიან საინტერესო წარდგენა იყო, მრავალფეროვანი კომპლექსური დავალებისა... კოლეგათა შორის გამოცდილების გაზიარებ კი უმნიშვნელოვანესია მომავალი წინსვლისა და წარმატებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: