ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს მიმართავენ. მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა ექსპერიმეტებით სწავლება. მიდგომა მოსწავლეებს თემის უკეთ ათვისებაში ეხმარება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით მათ გატაცებას იწვევს.
ახლახან, მე-6 კლასელებმა, პედაგოგ ნინო ყარაჯაშვილის ხელმძღვანელობით, სახალისო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
მოსწავლეებმა თემა სიღრმისეულად შეისწავლეს და კვლევაში დიდი შემართებით მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტო: