რუსთავის N23 სკოლის მოსწავლე ნინა ბლიაძემ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სახელოვნებო კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
28-01-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. დირექცია და პედაგოგები მათ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებში ახალისებენ, აქტიური და მოტივორებული მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

27 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა და ისრაელის საელჩომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს.

ცერემონიალზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსის შედეგები გამოცხადდა. კონკურსი წელს პირველად, ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა. მასში 250-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა მთელი საქართველოდან.

კონკურსში ჩართულნი იყვნენ რუსთავის №23 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ალსუ იუსუბოვას ნახატი 20 საუკეთესო ნამუშევარში მოხვდა, ხოლო ნინა ბლიაძის ნამუშევარმა საპრიზო, მეორე ადგილი დაიკავა.

სკოლაში გოგონებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...