დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წიგნის მოყვარული მოსწავლეები და მათი საინტერესო პრეზენტაცია 
28-01-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასელებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს, რომელსაც ქართულის მასწავლებელი მზეონა ჩუბინიძე და სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დამსწრეთა წინაშე ცოდნა წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ქართულის მასწავლებელმა და ბავშვებმა ასევე აირჩიეს წიგნები სკოლის ბიბლიოთეკიდან. ისინი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ემზადებიან შემდგომი პრეზენტაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...