„ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება“ - ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულებები
28-02-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა.

დოკუმენტის თანახმად, „აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება“.

დღეის მდგომარეობით სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 27 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 883 ბავშვი.  ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 110 აღმზრდელი, 241 სხვა პერსონალი და ადმინისტრაცია. სულ 351 თანამშრომელი.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია: ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები; სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტით და HACCP სისტემით დადგენილ ნორმებთან; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან; ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა; ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება.

ა(ა)იპ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა, მათი ეტაპობრივი გადამზადება, საგანმანათლებლო რესურსით მომარაგება.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...