დაიწყო 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა
29-01-2025

სტუდენტებისთვის დაიწყო 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა, რომელიც 7 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.


მობილობა გულისხმობს სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლას, ხოლო შიდა მობილობა დაწესებულების ფარგლებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლას. შიდა მობილობის ადმინისტრირებას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიერ დადგენილი წესით.

 

მობილობის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა წელიწადში ორჯერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დაწყების წინ, რისთვისაც მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება:


ა) დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის ელექტრონულად წარმოდგენის ვადა;

ბ) მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა; 

გ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა. 

მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ  ბრძანებით  https://shorturl.at/WJ6cM  განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, იმ სტუდენტების მობილობის შემთხვევაში, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წელს და შემდგომ გასათვალისწინებელია ამავე ბრძანებით დადგენილი განსხვავებულიწესი.

 

მობილობის ადმინისტრირება ხორციელდება მობილობის ელექტრონული პორტალის მეშვეობით, რომლის ადმინისტრირების წესი დამტკიცებულია მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. https://shorturl.at/CXB6U

 


სტუდენტმა მობილობისათვის უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:


გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე https://students.emis.ge/


აირჩიოს სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასურველი პროგრამა/პროგრამები და დაალაგოს პრიორიტეტის მიხედვით (გააკეთოს  მობილობის ელექტრონული განაცხადი);


ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა, სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულეამდე, უნდა გაიაროს დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსი, დეტალური ინფორმაციისთვის გაეცნოს პროგრამის შესახებ ინფორმაციას და დაწესებულების web-გვერდს.


სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, საქართველოს ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებში, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის, მობაილბანკის ან bogpay.ge-ს  გადახდის სერვისებით (მენიუში მოძებნეთ: სხვა->განათლება->სტუდენტთა მობილობა);


გაეცნოს მობილობის შედეგებს ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო გვერდზე;


დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;


გაეცნოს მიმღები  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...